
იგავესნი 30:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
იგავესნი 30:9 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 30:9 კონტექსტში
30:7ორ რამესა გთხოვ და უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდებოდე:
30:8სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე,
30:9რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
30:10მონას ცილს ნუ დასწამებ თავისი ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
30:11არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 30:9
- ოსეა 13:6როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.
- მეორე სთვლისაება 31:20როცა მივიყვან მათი მამა-პაპისთვის აღთქმულ მიწაზე, სადაც ღვარად დის ზეთი და თაფლი, ჭამით გაძღებიან და გასუქდებიან, მაშინ უცხო ღმერთებისკენ მიბრუნდებიან და მათ დაუწყებენ სამსახურს; დამგმობენ მე და დაარღვევენ ჩემს აღთქმას.
- ეზექიელი 16:49აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.
- ეზექიელი 16:50გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემ წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.
- მეორე სთვლისაება 8:10შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.
- მეორე სთვლისაება 8:14არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი,
- იობი 31:24თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!
- იობი 31:28ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 30
სრულად წაიკითხე: იგავესნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში