
იესო ნავეს ძე 24:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, და ბრძოლა გაუმართა ისრაელს და დაიბარა ბალაამი, ბეყორის ძე, თქვენს დასაწყევლად.
იესო ნავეს ძე 24:9 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 24:9 კონტექსტში
24:7შეჰღაღადეს უფალს და მანაც ჩამოაფინა უკუნი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა ვუყავი ეგვიპტელებს. მას მერე უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი ხანი.
24:8მიგიყვანეთ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. შეგებრძოლენ, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. თქვენ დაისაკუთრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენგან.
24:9ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, და ბრძოლა გაუმართა ისრაელს და დაიბარა ბალაამი, ბეყორის ძე, თქვენს დასაწყევლად.
24:10მაგრამ მე არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ თქვენ. ასე გიხსენით მისი ხელიდან.
24:11გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხონს. გაგიმართეს ბრძოლა იერიხონის პატრონებმა - ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშეველებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 24:9
- მსაჯულნი 11:25რითი ჯობიხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? ოდესმე თუ წაკიდებია იგი ისრაელს ან თუ უომია მასთან?
- რიცხვთა 22:2დაინახა ბალაკ ციფორის ძემ ყველაფერი, რაც ისრაელმა უყო ამორეველებს.
- მიქა 6:5ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.
- მეორე სთვლისაება 23:4ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენ წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.
- მეორე სთვლისაება 23:5არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.
- რიცხვთა 22:5გაუგზავნა მოციქულები ბალაამ ბეყორის ძეს ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს, მისი ხალხის ქვეყანაში, და დააბარა, რომ ეთქვათ: აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა.
- რიცხვთა 22:21ადგა ბალაამი დილით, შეკაზმა სახედარი და წაჰყვა მოაბის თავკაცებს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 24
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში