
იესო ნავეს ძე 3:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა უფალმა იესოს: დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან.
იესო ნავეს ძე 3:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 32 კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იესო ნავეს ძე 3:7 კონტექსტში
3:5უთხრა იესომ ერს: განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს.
3:6ასე უთხრა იესომ მღვდლებს: ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ ჩაიარეთ. ასწიეს აღთქმის კიდობანი და ჩაუარეს ხალხს.
3:7უთხრა უფალმა იესოს: დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან.
3:8შენ კი ასე უბრძანე მღვდლებს, რომელნიც აღთქმის კიდობანს ატარებენ: როგორც კი იორდანეს ნაპირს მიადგებით, იორდანესთან გაჩერდით.
3:9უთხრა იესომ ისრაელიანებს: ახლოს მოდექით და ისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 3:7
- იესო ნავეს ძე 4:14იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ.
- იესო ნავეს ძე 1:5ვერვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ.
- ნეშტთა შორისა ა 29:25დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრალოს თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია.
- ფსალმუნები 18:35ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
- ფილიპელთა მიმართ 2:9ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
- ფილიპელთა მიმართ 2:11და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
- იობი 7:17რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური?
- იესო ნავეს ძე 1:17როგორც მოსეს ვუჯერებდით, ისე შენ დაგიჯერებთ. ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 3
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში