გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 3:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 3:6

ასე უთხრა იესომ მღვდლებს: ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ ჩაიარეთ. ასწიეს აღთქმის კიდობანი და ჩაუარეს ხალხს.

იესო ნავეს ძე 3:6 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 3:6 კონტექსტში

3:4ოღონდ ორი ათასი წყრთა მაინც უნდა გშორავდეთ მისგან; ნუ მიუახლოვდებით, რომ იცოდეთ გზა, რომლითაც მიდიხართ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ.

3:5უთხრა იესომ ერს: განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს.

3:6ასე უთხრა იესომ მღვდლებს: ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ ჩაიარეთ. ასწიეს აღთქმის კიდობანი და ჩაუარეს ხალხს.

3:7უთხრა უფალმა იესოს: დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან.

3:8შენ კი ასე უბრძანე მღვდლებს, რომელნიც აღთქმის კიდობანს ატარებენ: როგორც კი იორდანეს ნაპირს მიადგებით, იორდანესთან გაჩერდით.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 3:6

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 3

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში