გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 5:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 5:4

აი, რის გამო წინდაცვითა ისინი იესომ: ეგვიპტიდან გამოსული მთელი მამროვანი ერი, ყველა, ვისაც ბრძოლა შეეძლო, დაიხოცნენ უდაბნოს გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლისას.

იესო ნავეს ძე 5:4 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 5:4 კონტექსტში

5:2იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინდაცვითე ისრაელიანები.

5:3გააკეთა იესომ კაჟის დანები და წინდაცვითა ისრაელიანები გიბყათ-ჰაყარალოთის (წინდაცვეთის გორა) მახლობლად.

5:4აი, რის გამო წინდაცვითა ისინი იესომ: ეგვიპტიდან გამოსული მთელი მამროვანი ერი, ყველა, ვისაც ბრძოლა შეეძლო, დაიხოცნენ უდაბნოს გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლისას.

5:5წინდაცვეთილი იყო მთელი ხალხი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდა; მაგრამ ხალხი, რომელიც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ იყო წინდაცვეთილი.

5:6რადგან ორმოცი წელი დადიოდნენ უდაბნოში ისრაელიანები, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი, ბრძოლის შემძლებელი, რომელთაც არ გაიგონეს უფლის სიტყვა და რომელთაც დაემუქრა უფალი, რომ თვალით არ ანახვებდა იმ ქვეყანას. მათი მამა-პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული, ქვეყანას, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დის.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 5:4

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 5

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში