
მეორე სთვლისაება 2:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.
მეორე სთვლისაება 2:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 2:14 კონტექსტში
2:12წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა.
2:13ახლა ადექით და გადადით ზარედის ხევს. ჩვენც გადავედით ზარედის ხევს.
2:14ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.
2:15უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 2:14
- რიცხვთა 26:64მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში:
- რიცხვთა 26:65რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. თავი ოცდამეშვიდე
- რიცხვთა 14:28უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი! როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
- რიცხვთა 14:35მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელ ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემ წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.
- ეზექიელი 20:15მაინც აღვმართე ხელი უდაბნოში მათ წინააღმდეგ, რომ არ მიმეყვანა იმ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა;
- მეორე სთვლისაება 1:34გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და ასე დაიფიცა:
- მეორე სთვლისაება 1:35ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვი,
- ფსალმუნები 95:11ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 2
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში