
იესო ნავეს ძე 6:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე, დაბრუნდა ბანაკში და ბანაკში დაიღამა.
იესო ნავეს ძე 6:11 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 6:11 კონტექსტში
6:9იარაღასხმულნი წინ უძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც ბუკებს აყვირებდნენ, ხოლო უკანანი მისდევდნენ კიდობანს და გზადაგზა ბუკებს აყვირებდნენ.
6:10ხალხს ასე უბრძანა იესომ: ნუ დასცემთ ყიჟინას და ხმას ნუ გაიღებთ, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით, დაეცით-მეთქი ყიჟინა და თქვენც დასცემთ ყიჟინას.
6:11შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე, დაბრუნდა ბანაკში და ბანაკში დაიღამა.
6:12ადგა დილაადრიანად იესო და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
6:13შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი ბუკი, გზადაგზა აყვირებდა ბუკს; იარაღასხმულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უფლის კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზადაგზა აყვირებდნენ ბუკს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 6
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში