
იესო ნავეს ძე 6:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგა დილაადრიანად იესო და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
იესო ნავეს ძე 6:12 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 6:12 კონტექსტში
6:10ხალხს ასე უბრძანა იესომ: ნუ დასცემთ ყიჟინას და ხმას ნუ გაიღებთ, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით, დაეცით-მეთქი ყიჟინა და თქვენც დასცემთ ყიჟინას.
6:11შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე, დაბრუნდა ბანაკში და ბანაკში დაიღამა.
6:12ადგა დილაადრიანად იესო და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
6:13შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი ბუკი, გზადაგზა აყვირებდა ბუკს; იარაღასხმულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უფლის კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზადაგზა აყვირებდნენ ბუკს.
6:14მეორე დღესაც ერთგზის შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში. ასე აკეთებდნენ ექვს დღეს.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 6:12
- ებრაელთა მიმართ 11:7რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.
- ებრაელთა მიმართ 11:8რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდიოდა.
- იესო ნავეს ძე 3:1ადგა ადრე დილით იესო და დაიძრნენ შიტიმიდან და მიადგნენ იორდანეს, ის და მთელი ისრაელობა, და იქ დაიღამეს, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ.
- იოანე 6:10იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი.
- იოანე 6:11აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა.
- იესო ნავეს ძე 6:6დაიბარა იესო ნავეს ძემ მღვდლები და უთხრა მათ: წაიღეთ აღთქმის კიდობანი, შვიდმა მღვდელმა კი ვერძის რქის შვიდი ბუკით ხელში იაროს კიდობნის წინ.
- იესო ნავეს ძე 6:8როგორც კი ეს უთხრა ერს იესომ, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი. უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ.
- შესაქმე 22:3ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 6
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში