გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 6:17: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 6:17

ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.

კორინთელთა მიმართ ბ 6:17 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 17 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირა (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 6:17

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘ნუ იქმნით უწმინდურებას’ კი არ ბრძანა, არამედ, მეტი სიზუსტე რომ მოეთხოვა მათთვის, თქვა: ‘ნუცა მიეკარებით და ნუ მიეახლებით მას’. რა არის ხორციელად უწმინდურება? სიძვა, მრუშობა და ყოველივე ხორციელ სათნოება. ხოლო სულიერი? უწმინდური ზრახვები, გულისთქმითი მზერა, ბოროტების ხსოვნა, სიცრუე და მისთანანი. მას სურს, რომ ჩვენ ვიყოთ წმინდანი როგორც ამით, ისე იმ უწმინდურებით. აჰა, აი ჯილდოც ამისთვის, განშორება ბოროტეულთაგან და შეერთება ღმერთთან.”

    მთელი განმარტება

    “ნუ იქმნით უწმინდურებას” კი არ ბრძანა, არამედ, მეტი სიზუსტე რომ მოეთხოვა მათთვის, თქვა: “ნუცა მიეკარებით და ნუ მიეახლებით მას”. რა არის ხორციელად უწმინდურება? სიძვა, მრუშობა და ყოველივე ხორციელ სათნოება. ხოლო სულიერი? უწმინდური ზრახვები, გულისთქმითი მზერა, ბოროტების ხსოვნა, სიცრუე და მისთანანი. მას სურს, რომ ჩვენ ვიყოთ წმინდანი როგორც ამით, ისე იმ უწმინდურებით. აჰა, აი ჯილდოც ამისთვის, განშორება ბოროტეულთაგან და შეერთება ღმერთთან.

    მაგრამ ყური დაგდე შემდგომსაც: “და ვიყო თქვენდა მამად, და თქვენ იყოთ ჩემდა ძედ და ასულად, იტყვის უფალი ყოვლისმპყრობელი” (იერ. 3:19). ხედავ, როგორ იწინასწარმეტყველა წინასწარმეტყველმა უწინარეს ჩვენს ჭეშმარიტ კეთილშობილებაზე, ესე იგი მადლით აღორძინებაზე.

    “ამრიგად, რაჲთა ესეცა გუაქუნდეს აღთქუმანი, საყუარელნო” (2 კორ. 7:1). რა აღთქმები? ის, რომ ჩვენ გავხდით ტაძრები ღვთისთვის, ძენი და ასულნი მისნი, რომ ის დამკვიდრდა და ცხოვრობს ჩვენში, რომ ჩვენ გავხდით მისი ერი და მისი სახელით ღმერთი და მამა ჩვენი.

    “განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისაჲსა”, ეს სწორედ იმას ნიშნავს. “ნუ მივეკარებით უწმინდურებას”, და იმას, რაც სულს ბილწავს, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ “უწმინდურება სულისა”. ამ ერთით, თუმცა, ის ჯერ კიდევ არ კმაყოფილდება და ამიტომ დასძენს: “და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა”. მხოლოდ უწმინდურთან შეუხებლობა ჯერ კიდევ არ გხდის წმინდად; იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ წმინდანები, ამისთვის საჭიროა კიდევ სხვა რამ, კერძოდ, გულმოდგინება, სიფხიზლე და ღვთისმოსაობა.

    და კარგად თქვა მან: “შიშითა ღმრთისაჲთა”, იმიტომ რომ შეიძლება ინარჩუნებდე უმანკოებას და არა შიშით ღვთისათა, არამედ ამაო დიდებისთვის. თუმცა, მას კიდევ სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თქვა: “შიშითა ღმრთისაჲთა”, კერძოდ, საშუალება, რომლითაც მიიღწევა სიწმინდე. ჭეშმარიტად, როგორი დიდი ძალაც არ უნდა ჰქონდეს გულისთქმას, მაგრამ თუ შენ თავს დაიცავ შიშით ღვთისათა, მაშინ დაამარცხებ მის მძვინვარებას.

    “სიწმინდეში” კი ის გულისხმობს აქ არა მხოლოდ უმანკოებას, არამედ განშორებას ყოველგვარი ცოდვისაგან, იმიტომ რომ წმინდაა ის, ვინც არის წმინდა, ხოლო წმინდაა არა ის, ვინც არ სჩადის მხოლოდ სიძვას. Ვინც შორსაა ერთდროულად ვერცხლისმოყვარეობისგანაც, შურისგანაც, ამპარტავნებისგანაც და პატივმოყვარეობისგანაც, განსაკუთრებით კი პატივმოყვარეობისგან, რომელსაც ყოველთვის უნდა გაექცე, და ყველაზე მეტად კი მოწყალების გაცემისას. მოწყალება, რომელიც ამ სენითაა დაავადებული, წყვეტს უკვე მოწყალებად ყოფნას და წარმოადგენს თავის მოწონებასა და გულქვაობას. ჭეშმარიტად, როდესაც შენ გასცემ მოწყალებას არა გულმოწყალებიდან, არამედ იმისთვის, რომ თავი მოიწონო, მაშინ ის არა მხოლოდ არ არის მოწყალება. Უფრო მეტიც, წარმოადგენს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ შენ საჯაროდ გამოგაქვს შენი ძმა.

    მოწყალება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მხოლოდ ფული გასცე, არამედ იმაში, რომ გასცე გრძნობით გულმოწყალებისა. სანახაობებზეც გასცემენ ფულს, გარყვნილ ჭაბუკებსაც და სხვებსაც, რომლებიც სცენაზე ჩნდებიან; მაგრამ ეს არ არის მოწყალება. მეძავებიც აძლევენ ფულს მეძავებს; მაგრამ ეს, საქმე კი არ არის კაცთმოყვარეობისა, არამედ მთვრალი თავხედობისა. მათვე ჰგავს ისიც, ვინც (გასცემს მოწყალებას) პატივმოყვარეობიდან. მსგავსად იმისა, როგორც მეძავთან შემბილწველი აძლევს მას საზღაურს მისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის. Შენც, მოწყალებას რომ გასცემ პატივმოყვარეობიდან, მხოლოდ აჯილდოებ მის მიმღებს შენგან მისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის და ამით ქმნი როგორც შენთვის, ისე მისთვის ცუდ სახელს, და აქედან კი, გამოუთქმელ ზიანს.

    როგორც სასტიკი მხეცი და გაცოფებული ძაღლი ესხმიან თავს ყველას, ასევე ეს ბოროტი სენი არაადამიანურობისა გვპარავს ჩვენს სიკეთეებს. ასეთი მოწყალება, ჭეშმარიტად, არის არაადამიანურობა და სისასტიკე, ან კიდევ უფრო უარესიც. გულქვა მხოლოდ თვითონ არ აძლევს მთხოვნელს, შენ კი მასზე უარესს აკეთებ, შენ ხელს უშლი გასცენ მსურველებს. სინამდვილეში, როდესაც შენ ყველას აჩვენებ შენს გაცემას, მაშინ ამით ეჭვქვეშ აყენებ შენი ძღვენის მიმღების სიღარიბეს და ამით აკავებ გაცემის განზრახვის მქონეს, განსაკუთრებით თუ ის ადამიანი მსუბუქი ხასიათისაა. ასეთი ადამიანი უკვე აღარ აძლევს მთხოვნელს, როგორც უკვე მიმღებს გაცემისა და არცთუ განსაკუთრებით გაჭირვებულს. Ცოტა რომ არ იყოს, კიდევ გაკიცხავს მას და ამხელს უსირცხვილობაში, როდესაც ის, შენგან მოწყალების მიღების შემდეგ, მივა მასთან სათხოვნელად.

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  7. ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 6:17 კონტექსტში

6:15რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?

6:16რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

6:17ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.

6:18მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 6:17

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 6

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში