
იესო ნავეს ძე 6:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეძავი რახაბი, მამამისის სახლი და ყველა, ვინც კი მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ. დარჩა ქალი ისრაელში დღევანდლამდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხონის დასაზვერად.
იესო ნავეს ძე 6:25 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 6:25 კონტექსტში
6:23წავიდნენ მსტოვარი ბიჭები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი და დედამისი, მისი ძმები, ყველა, ვინც კი ჰყავდა, გამოიყვანეს მთელი მისი სანათესაო და ისრაელის ბანაკს გარეთ დააყენეს.
6:24ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.
6:25მეძავი რახაბი, მამამისის სახლი და ყველა, ვინც კი მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ. დარჩა ქალი ისრაელში დღევანდლამდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხონის დასაზვერად.
6:26მაშინ დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს.
6:27უფალი იყო იესოსთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 6:25
- ებრაელთა მიმართ 11:31რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მსტოვარნი.
- იაკობის ეპისტოლე 2:25განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ?
- იესო ნავეს ძე 2:6თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში, სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი.
- მსაჯულნი 1:24დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.
- მსაჯულნი 1:25უჩვენა კაცმა ქალაქში შესასვლელი. მახვილით მოსრეს ქალაქი, ხოლო ის კაცი და მთელი მისი სახლობა გაუშვეს.
- მათეს სახარება 1:5სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
- მოციქულთა საქმენი 2:21და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.
- იესო ნავეს ძე 11:19არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს, ხივიელთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 6
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში