
მსაჯულნი 1:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.
მსაჯულნი 1:24 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 1:24 კონტექსტში
1:22იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.
1:23შეჩერდა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (უწინ ამ ქალაქს ლუზი ერქვა).
1:24დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.
1:25უჩვენა კაცმა ქალაქში შესასვლელი. მახვილით მოსრეს ქალაქი, ხოლო ის კაცი და მთელი მისი სახლობა გაუშვეს.
1:26წავიდა ის კაცი ხეთელების ქვეყანაში. ააშენა იქ ქალაქი და უწოდა ლუზი. ეს სახელი ჰქვია მას დღემდე.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 1:24
- მეფეთა ა 30:15ჩაიყვანა და, აჰა, გაფანტულან მთელ არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
- იესო ნავეს ძე 2:12ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ.
- იესო ნავეს ძე 2:14უთხრეს კაცებმა: თავს დავდებთ შენთვის, თუ არ გააცხადებ ამ ჩვენს ამბავს. და როცა უფალი მოგვცემს ამ ქვეყანას, ჩვენც სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 1
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში