
იესო ნავეს ძე 6:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდგზის შემოუარეთ ქალაქს და მღვდლებმა სცენ ბუკებს.
იესო ნავეს ძე 6:4 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 6:4 კონტექსტში
6:2უთხრა უფალმა იესოს: დამაცადე, ხელში ჩაგაგდებინებ იერიხონს, მის მეფეს და მებრძოლებს.
6:3ირგვლივ შემოუარეთ ქალაქს ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია. ერთხელ დაარტყით წრე. ასე აკეთეთ ექვსი დღის განმავლობაში.
6:4შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდგზის შემოუარეთ ქალაქს და მღვდლებმა სცენ ბუკებს.
6:5როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქას და გაისმება ბუკის ხმა, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ერმა და იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედლები, და ავა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით.
6:6დაიბარა იესო ნავეს ძემ მღვდლები და უთხრა მათ: წაიღეთ აღთქმის კიდობანი, შვიდმა მღვდელმა კი ვერძის რქის შვიდი ბუკით ხელში იაროს კიდობნის წინ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 6:4
- გამოცხადება 16:1და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.
- ნეშტთა შორისა ბ 20:17ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადქით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო! ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან.
- გამოცხადება 8:2და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
- ნეშტთა შორისა ბ 20:21დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი, წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ გამოსვლისას, ეთქვათ: ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ლევიანი 14:16ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე.
- გამოცხადება 10:3და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.
- რიცხვთა 23:1უთხრა ბალაამმა ბალაკს: ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე აქ შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.
- გამოცხადება 1:20საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 6
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში