
გამოცხადება 10:3, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.
გამოცხადება 10:3 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 10:3
4 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ვიქტორინუსი პეტოვიელი3 საუკუნე “ხმამაღალი ხმა, ეს არის ხმა ზეციდან, რომელიც კაცობრიობას ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვებს აუწყებს. როდესაც სინანულისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურება, მომავლის იმედი აღარ დარჩება.”
ანდრია კესარიელი6 საუკუნე პრიმაზიუსი ადრუმეტელი6 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე
1 / 4
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 4 განმარტება.
გამოცხადება 10:3 კონტექსტში
10:1ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.
10:2ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას,
10:3და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.
10:4და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ.
10:5ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად,
პარალელური ადგილები: გამოცხადება 10:3
- ესაია 31:4რადგან ასე მითხრა უფალმა: როგორც ბრდღვინავს ლომი ან ლომის ბოკვერი თავის მსხვერპლზე, თუნდაც შემოადგეს მწყემსების გუნდი, არ ეშინია მათი ყვირილისა და არც მათ სიმრავლეს უფრთხის - ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე და მის გორაკზე.
- იოელი 3:16იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს.
- გამოცხადება 4:5ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული.
- ამოსი 1:2თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი.
- გამოცხადება 14:2და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუხილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე.
- იგავესნი 19:12მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი წყალობა კი ცვარსა ჰგავს ბალახზე.
- გამოცხადება 15:1და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა.
- ესაია 5:29მისი ღრიალი ლომის ღრიალია, ლომის ბოკვერებივით ბდღვინავს; დაიღრიალებს და მსხვერპლს დაეცემა, გაიტაცებს და ვერავინ იხსნის.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 10
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში