გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 6:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 6:7

უთხრა ერს: წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, იარაღდასხმულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ.

იესო ნავეს ძე 6:7 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 6:7 კონტექსტში

6:5როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქას და გაისმება ბუკის ხმა, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ერმა და იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედლები, და ავა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით.

6:6დაიბარა იესო ნავეს ძემ მღვდლები და უთხრა მათ: წაიღეთ აღთქმის კიდობანი, შვიდმა მღვდელმა კი ვერძის რქის შვიდი ბუკით ხელში იაროს კიდობნის წინ.

6:7უთხრა ერს: წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, იარაღდასხმულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ.

6:8როგორც კი ეს უთხრა ერს იესომ, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი. უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ.

6:9იარაღასხმულნი წინ უძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც ბუკებს აყვირებდნენ, ხოლო უკანანი მისდევდნენ კიდობანს და გზადაგზა ბუკებს აყვირებდნენ.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 6:7

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 6

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში