
იესო ნავეს ძე 8:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოარჩია ხუთიათასამდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით.
იესო ნავეს ძე 8:12 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 8:12 კონტექსტში
8:10ადგა დილაადრიანად იესო, დაათვალიერა ხალხი და ისრაელის უხუცესებთან ერთად ჰაღაისკენ წაუძღვა ხალხს.
8:11მეომრები, ვინც მას ახლდნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო მათსა და ჰაღაის შორის.
8:12გამოარჩია ხუთიათასამდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით.
8:13მოაწყო ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო, და მისი ქუსლი ქალაქის დასავლეთით მოაქცია. გავიდა იმ ღამით იესო შუაგულ ველზე.
8:14როგორც კი ეს დაინახა ჰაღაის მეფემ, სასწრაფოდ აიმართნენ ქალაქის მამაკაცები და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ ადგილას, დავაკებაზე. არ იცოდა, თუ მტერი იყო ჩასაფრებული ქალაქის უკან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 8:12
- იესო ნავეს ძე 8:2ისე მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოექეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ.
- იესო ნავეს ძე 8:3ადგა იესო და მთელი მეომარი ხალხი ჰაღაიზე გასალაშქრებლად; ამოარჩია იესომ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და გაგზავნა ღამით.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 8
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში