
იესო ნავეს ძე 8:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადაწვა იესომ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე.
იესო ნავეს ძე 8:28 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 8:28 კონტექსტში
8:26იესოს არ ჩამოუღია ხელი, რომლითაც შუბი ჰქონდა მოღერებული, ვიდრე არ ამოწყვიტა მთელი ჰაღაი.
8:27მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ამ ქალაქიდან ისრაელმა, თანახმად უფლის სიტყვისა, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა იესოსთვის.
8:28გადაწვა იესომ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე.
8:29ხოლო ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ხიდან ჩამოხსნეს გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და ზედ ქვების დიდი ყორე აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
8:30მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 8:28
- მეორე სთვლისაება 13:16მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.
- ესაია 17:1დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა!
- ესაია 25:2რადგან ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი - ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება.
- იერემია 49:2ამიტომაც, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ომის ყიჟინას გავაგონებ ყამონიანთა რახათს და უკაცრიელ ბორცვად გადაიქცევა; მისი დაბა-სოფლები ცეცხლში გადაიბუგება. ისრაელი დაიმკვიდრებს მათ სამკვიდრებელს, ამბობს უფალი.
- მიქა 3:12ამიტომ შენ გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად.
- იერემია 9:11ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
- იესო ნავეს ძე 4:9ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები.
- იერემია 50:26შედით იქ ქვეყნის ყოველი კუთხიდან, გახსენით მისი ბეღლები, ძნასავით გალეწეთ და ააოხრეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს!
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 8
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში