
იესო ნავეს ძე 8:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე.
იესო ნავეს ძე 8:9 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 8:9 კონტექსტში
8:7მაშინ წამოიშალეთ საფარიდან და აიღეთ ქალაქი. ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
8:8როცა ქალაქს დაიკავებთ, ცეცხლი წაუკიდეთ ქალაქს. უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით. იცოდეთ, მე გიბრძანებთ.
8:9გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე.
8:10ადგა დილაადრიანად იესო, დაათვალიერა ხალხი და ისრაელის უხუცესებთან ერთად ჰაღაისკენ წაუძღვა ხალხს.
8:11მეომრები, ვინც მას ახლდნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო მათსა და ჰაღაის შორის.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 8:9
- შესაქმე 32:21ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია.
- იესო ნავეს ძე 7:2გაგზავნა იესომ კაცები იერიხონიდან ჰაღაიში, ბეთავენთან რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და დააბარა: ადით და დაზვერეთ ქვეყანა. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.
- ეზრა 2:28ბეთელისა და ჰაგაის ხალხი ორას ოცდასამი,
- ნეემია 7:32ბეთ-ელელი და ჰაღაიელი კაცები - ასოცდასამი,
- იესო ნავეს ძე 8:12გამოარჩია ხუთიათასამდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით.
- შესაქმე 12:8გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 8
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში