
იესო ნავეს ძე 9:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს იესოს: შენი მორჩილები ვართ. მიუგო მათ იესომ: ვინა ხართ და საიდან მოხვედით?
იესო ნავეს ძე 9:8 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 9:8 კონტექსტში
9:6მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელ ისრაელობას: შორი ქვეყნიდან მოვედით, და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ.
9:7უთხრა ისრაელმა ხივიელს: იქნებ ჩემს ახლოს ცხოვრობ? როგორ დაგიდო აღთქმა?
9:8უთხრეს იესოს: შენი მორჩილები ვართ. მიუგო მათ იესომ: ვინა ხართ და საიდან მოხვედით?
9:9მიუგეს: ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,
9:10ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს, და ყოგს, ბაშანის მეფეს, ყაშთაროთელს.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 9:8
- მეორე სთვლისაება 20:11თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება
- იესო ნავეს ძე 9:11გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მკვიდრებმა: აიღეთ საგზალი, წადით და შეხვდით მათ, უთხარით, თქვენი მორჩილნი ვართ და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ-თქო.
- იესო ნავეს ძე 9:23დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!
- იესო ნავეს ძე 9:25აჰა, შენს ხელთა ვართ ახლა. როგორც გიჯობდეს და სამართლიანად მიგაჩნდეს, ისე მოგვექეცი.
- შესაქმე 9:25თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
- შესაქმე 9:26თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!
- იესო ნავეს ძე 9:27დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს უფლის მიერ არჩეულ ადგილას, დღევანდლამდე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 9
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში