
იესო ნავეს ძე 9:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთად შეიყარნენ, რომ ერთ პირზე მდგარნი შებრძოლებოდნენ იესოს და ისრაელს.
იესო ნავეს ძე 9:2 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 9:2 კონტექსტში
9:1ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთაში და ბარში, დიდი ზღვის მთელ სანაპიროზე, ლიბანის პირდაპირ - ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსელებმა,
9:2ერთად შეიყარნენ, რომ ერთ პირზე მდგარნი შებრძოლებოდნენ იესოს და ისრაელს.
9:3გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის,
9:4და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 9:2
- ფსალმუნები 2:1რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
- ფსალმუნები 2:2ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
- მოციქულთა საქმენი 4:26აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“.
- მოციქულთა საქმენი 4:28რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
- ფსალმუნები 83:2რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
- ფსალმუნები 83:8აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა.
- გამოცხადება 16:14ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.
- გამოცხადება 20:8და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცდუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 9
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში