
იესო ნავეს ძე 9:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს მათ თავკაცებმა: იცოცხლონ. ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად დაუდგნენ ისინი მთელ საზოგადოებას, როგორც გადაუწყვიტეს მათ თავკაცებაა.
იესო ნავეს ძე 9:21 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 9:21 კონტექსტში
9:19უთხრეს თავკაცებმა მთელ საზოგადოებას: უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ მათ. ახლა მათი ხელის ხლებაც არ შეგვიძლია.
9:20ასე მოვექცეთ მათ: ცოცხლები დავტოვოთ, რათა არ დაგვატყვდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ.
9:21უთხრეს მათ თავკაცებმა: იცოცხლონ. ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად დაუდგნენ ისინი მთელ საზოგადოებას, როგორც გადაუწყვიტეს მათ თავკაცებაა.
9:22დაიბარა ისინი იესომ და ასე ელაპარაკა მათ: რატომ მოგვატყუეთ, ძალიან შორსა ვართო თქვენგან, ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ.
9:23დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 9:21
- მეორე სთვლისაება 29:11დედაწულითურთ, და შენს ბანაკში მყოფი მდგმურითურთ, შეშის მჩეხავიდან წყლის მზიდავამდე,
- იესო ნავეს ძე 9:27დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს უფლის მიერ არჩეულ ადგილას, დღევანდლამდე.
- იესო ნავეს ძე 9:23დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!
- ნეშტთა შორისა ბ 2:17აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად დავითის, მამამისის, აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო. და აღმოჩნდა ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი.
- ნეშტთა შორისა ბ 2:18მათგან სამოცდაათი ათასი მტვირთავად გაამწესა, ოთხმოცი ათასი - ქვის მჭრელად მთაში, სამი ათას ექვსასი - ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ.
- იესო ნავეს ძე 9:15ზავი შეკრა მათთან იესომ და აღთქმა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა მათ. ფიცით შეფიცეს საზოგადოების თავკაცებმაც.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 9
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში