
იესო ნავეს ძე 9:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიბარა ისინი იესომ და ასე ელაპარაკა მათ: რატომ მოგვატყუეთ, ძალიან შორსა ვართო თქვენგან, ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ.
იესო ნავეს ძე 9:22 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 9:22 კონტექსტში
9:20ასე მოვექცეთ მათ: ცოცხლები დავტოვოთ, რათა არ დაგვატყვდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ.
9:21უთხრეს მათ თავკაცებმა: იცოცხლონ. ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად დაუდგნენ ისინი მთელ საზოგადოებას, როგორც გადაუწყვიტეს მათ თავკაცებაა.
9:22დაიბარა ისინი იესომ და ასე ელაპარაკა მათ: რატომ მოგვატყუეთ, ძალიან შორსა ვართო თქვენგან, ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ.
9:23დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!
9:24მიუგეს იესოს და უთხრეს: გაგებული ჰქონდათ თქვენს მორჩილთ, რაც გამოუცხადა შენმა ღმერთმა მოსეს, თავის მორჩილს, რიამ თქვენ მოგცემდათ მთელ ამ ქვეყანას და გადააშენებდა ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს თქვენ წინაშე. დიდად შეგვეშინდა თქვენი და ამიტომაც მოვიქეცით ასე.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 9:22
- იესო ნავეს ძე 9:6მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელ ისრაელობას: შორი ქვეყნიდან მოვედით, და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ.
- იესო ნავეს ძე 9:16სამი დღე რომ გავიდა აღთქმის დადებიდან, შეიტყვეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს სახლებულან.
- შესაქმე 27:35უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა.
- შესაქმე 27:36თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?
- შესაქმე 3:13უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
- შესაქმე 3:14უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.
- იესო ნავეს ძე 9:9მიუგეს: ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,
- იესო ნავეს ძე 9:10ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს, და ყოგს, ბაშანის მეფეს, ყაშთაროთელს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 9
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში