
იესო ნავეს ძე 9:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელ ისრაელობას: შორი ქვეყნიდან მოვედით, და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ.
იესო ნავეს ძე 9:6 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 9:6 კონტექსტში
9:4და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები.
9:5ფეხსაცმელიც ძველი და დაკერებული ეცვათ ფეხზე და სამოსელიც ძველი ემოსათ, პურიც, მათი საგზალი, გამხმარი და დაობებული იყო.
9:6მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელ ისრაელობას: შორი ქვეყნიდან მოვედით, და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ.
9:7უთხრა ისრაელმა ხივიელს: იქნებ ჩემს ახლოს ცხოვრობ? როგორ დაგიდო აღთქმა?
9:8უთხრეს იესოს: შენი მორჩილები ვართ. მიუგო მათ იესომ: ვინა ხართ და საიდან მოხვედით?
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 9:6
- იესო ნავეს ძე 5:10იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე.
- მეორე სთვლისაება 20:11თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება
- მეორე სთვლისაება 20:15ასევე მოექეცი შენგან დიდად დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს.
- იესო ნავეს ძე 10:43დაბრუნდა იესო მთელ ისრაელთან ერთად ბანაკში, გილგალს.
- იესო ნავეს ძე 9:9მიუგეს: ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 9
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში