
მსაჯულნი 1:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.
მსაჯულნი 1:22 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 1:22 კონტექსტში
1:20მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან.
1:21მაგრამ იებუსეველები - იერუსალიმის მკვიდრნი ვერ აჰყარეს ბენიამინიანებმა და იებუსეველები დღემდე ცხოვრობენ იერუსალიმში ბენიამინიანთა გვერდით.
1:22იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.
1:23შეჩერდა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (უწინ ამ ქალაქს ლუზი ერქვა).
1:24დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 1:22
- მსაჯულნი 1:19უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.
- გამოცხადება 7:8ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი.
- იესო ნავეს ძე 16:1ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.
- იესო ნავეს ძე 16:4ეს დაიმკვიდრეს იოსების შვილებმა - მენაშემ და ეფრემმა.
- ნეშტთა შორისა ა 7:29მენაშეანთა ხელში იყო: ბეთ-შუანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყანი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსებ ისრაელის ძის ძეები.
- რიცხვთა 1:32იოსებიანთა, ეფრემიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვი!სამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
- რიცხვთა 1:10იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყ ამიჰუდის ძე, მენაშედან გამალიელ ფედაცურის ძე;
- შესაქმე 49:24შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 1
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში