
მსაჯულნი 10:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
მსაჯულნი 10:16 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 10:16 კონტექსტში
10:14წადით და შეჰღაღადეთ თქვენ მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.
10:15უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.
10:16უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
10:17შეიყარნენ ყამონიანები და გალაადში დაბანაკდნენ. შეიყარნენ ისრაელიანებიც და მიცფაში დაბანაკდნენ.
10:18თქვეს ერთმანეთში ხალხმა და გალაადის მთავრებმა: ვინც პირველი შეებრძოლება ყამონიანებს, ის იყოს მთელი გალაადის წინამძღოლი.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 10:16
- ესაია 63:9ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.
- ფსალმუნები 106:44იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
- ფსალმუნები 106:45გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
- იერემია 31:20განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.
- ოსეა 11:8როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.
- ეზექიელი 18:30ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება.
- ეზექიელი 18:32რადგან არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ.
- მეორე სთვლისაება 32:36როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 10
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში