
მსაჯულნი 10:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წადით და შეჰღაღადეთ თქვენ მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.
მსაჯულნი 10:14 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 10:14 კონტექსტში
10:12ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?
10:13თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით.
10:14წადით და შეჰღაღადეთ თქვენ მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.
10:15უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.
10:16უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 10:14
- იერემია 2:28სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც შენთვის გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი ხსნა გასაჭირში. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდა!
- მეორე სთვლისაება 32:37იტყვის: სად არიან მათი ღმერთები? კლდე, მათი საესავი?
- მეორე სთვლისაება 32:38რომლებიც ჭამდნენ მათი მსხვერპლის ლურთებს და სვამდნენ მათ ზედაშეს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ!
- მეორე სთვლისაება 32:26ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან,
- მეორე სთვლისაება 32:28რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში.
- იგავესნი 1:25უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
- იგავესნი 1:27როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
- ესაია 10:3რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ?
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 10
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში