
მსაჯულნი 11:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ეგვიპტიდან გამოსულმა უდაბნოში იარა მეწამულ ზღვამდე და კადეშს მიადგა,
მსაჯულნი 11:16 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 11:16 კონტექსტში
11:14დაბრუნდნენ კაცები იფთახთან. მეორედ გაუგზავნა იფთახმა კაცები ყამონიანთა მეფეს.
11:15უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მიუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა.
11:16როცა ეგვიპტიდან გამოსულმა უდაბნოში იარა მეწამულ ზღვამდე და კადეშს მიადგა,
11:17კაცები გაუგზავნა ედომის მეფეს და შეუთვალა: გამატარე შენს ქვეყანაზე, მაგრამ ყური არ ათხოვა. მოაბის მეფესაც გაუგზავნა კაცები. მაგრამ მანაც უარი უთხრა. ამიტომაც კადეშში დარჩა ისრაელი.
11:18გამოიარა უდაბნო, გამოსცდა ედომელთა ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, მოაღწია მოაბის ქვეყნის საზღვრამდე და არნონს იქით დაბანაკდა. მაგრამ არ შესულა მოაბის ქვეყანაში, რადგან არნონი მოაბის საზღვარია.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 11:16
- რიცხვთა 14:25ყამალეკელები და ქანაანელები ცხოვრობენ ველზე. ხვალ გაბრუნდით და დაიძარით უდაბნოსაკენ მეწამული ზღვის გზით.
- მეორე სთვლისაება 1:40თქვენ კი გაბრუნდით და იარეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.
- რიცხვთა 20:1მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.
- რიცხვთა 13:26ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
- მეორე სთვლისაება 1:46დარჩით კადეშში მრავალი ხანი, რამდენ ხანსაც იყავით.
- შესაქმე 14:7უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.
- იესო ნავეს ძე 5:6რადგან ორმოცი წელი დადიოდნენ უდაბნოში ისრაელიანები, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი, ბრძოლის შემძლებელი, რომელთაც არ გაიგონეს უფლის სიტყვა და რომელთაც დაემუქრა უფალი, რომ თვალით არ ანახვებდა იმ ქვეყანას. მათი მამა-პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული, ქვეყანას, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დის.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 11
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში