
რიცხვთა 20:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.
რიცხვთა 20:1 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 20:1 კონტექსტში
20:1მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.
20:2არ ჰქონდა წყალი საზოგადოებას და შეითქვნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ.
20:3აუყვირდა ხალხი მოსეს და ასე უთხრა: ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით უფლის წინაშე.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 20:1
- რიცხვთა 13:21როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
- გამოსვლა 15:20აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.
- რიცხვთა 33:36გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.
- რიცხვთა 26:59ყამრამის ცოლი იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და.
- რიცხვთა 27:14რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში).
- რიცხვთა 12:1კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა, რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად.
- მეორე სთვლისაება 1:22მოხვედით ჩემთან ყველანი და მითხარით: გაგვაგგზავნინე კაცები ჩვენს წინ, რომ დაგვიზვერონ ქვეყანა და მოგვიტანონ გზის ამბავი, რითაც უნდა ვიაროთ, და ქალაქებისა, რომლებშიც შესვლა მოგვიწევს.
- მეორე სთვლისაება 1:23მომეწონა ეს სიტყვა და გამოვარჩიე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი ყოველი შტოდან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 20
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში