
მსაჯულნი 11:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.
მსაჯულნი 11:31 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 11:31 კონტექსტში
11:29გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე.
11:30ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,
11:31როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.
11:32წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი.
11:33სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 11:31
- ფსალმუნები 66:13მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
- ფსალმუნები 66:14რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
- ესაია 66:3არის ხარის დამკვლელი და არის კაცის მკვლელი, ცხვრის შემწირველი და ძაღლის კისრის მომგრეხელი, ძღვენის აღმავლენი და ღორის სისხლის დამღვრელი, გუნდრუკის მკმეველი და კერპის მაკურთხეველი. როგორც თითოეულს თავისი გზა აქვს არჩეული და თითოეულის სული თავის სიბილწეში პოულობს ნეტარებას,
- ლევიანი 27:28ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან - ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.
- ლევიანი 27:29ყოველი დარისხებული, რაც ადამიანმა დაარისხა, არ გამოისყიდება; უნდა მოკვდეს.
- მეფეთა ა 1:28ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს
- ლევიანი 27:11თუ პირუტყვი უსურმაგია, რომელიც მსხვერპლად არ შეიწირვის უფლისათვის, წარუდგინონ პირუტყვი მღვდელს,
- ლევიანი 27:12შეაფასოს მღვდელმა მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 11
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში