
ფსალმუნი 66:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
ფსალმუნი 66:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 66:13 კონტექსტში
66:11მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
66:12შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.
66:13მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
66:14რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
66:15მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 66:13
- ფსალმუნები 100:4შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი.
- ფსალმუნები 56:12ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ.
- ფსალმუნები 118:19გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
- ფსალმუნები 116:14ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
- ფსალმუნები 116:17შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
- ფსალმუნები 116:19უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!
- ეკლესიასტე 5:4თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
- ებრაელთა მიმართ 13:15ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 66
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 66 · გახსენი ბიბლიის მკითხველში