
მსაჯულნი 12:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: რატომ წახვედი ყამონიანებთან საომრად და ჩვენ არ დაგვიძახე. სახლკარიანად გადაგბუგავთ.
მსაჯულნი 12:1 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 12:1 კონტექსტში
12:1შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: რატომ წახვედი ყამონიანებთან საომრად და ჩვენ არ დაგვიძახე. სახლკარიანად გადაგბუგავთ.
12:2უთხრა მათ იფთახმა: მაგარი მტრობა გვქონდა ყამონიანებთან მე და ჩემს ხალხს. გიძახდით, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
12:3როცა ვნახე, არავინ დამიხსნიდა, თავი გამოვიმეტე, წავედი ყამონიანებზე და ღმერთმა ხელში ჩამიგდო ისინი. ახლა რისთვის მეჩხუბებით?
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 12:1
- მსაჯულნი 8:1უთხრეს მას ეფრემიანებმა: რას გვერჩოდი, რატომ ჩვენც არ გვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი? და მაგარი ჩხუბი აუტეხეს.
- იაკობის ეპისტოლე 3:16ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.
- იაკობის ეპისტოლე 4:1საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?
- იაკობის ეპისტოლე 4:2გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ.
- მსაჯულნი 14:15მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?
- იოანე 10:32იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?
- ეკლესიასტე 4:4ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.
- ფსალმუნები 109:4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 12
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში