
ფსალმუნი 109:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
ფსალმუნი 109:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 109:4 კონტექსტში
109:2რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემ წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
109:3სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
109:4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
109:5მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
109:6დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 109:4
- ფსალმუნები 38:20კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
- ფსალმუნები 69:12ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.
- ფსალმუნები 69:13და მე ვლოცულობ შენ მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.
- ფსალმუნები 55:16ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
- ფსალმუნები 55:17საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას.
- ლუკას სახარება 23:34ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.
- ფსალმუნები 35:7რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.
- ლუკას სახარება 6:11ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვუყოთ იესოსო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 109
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 109 · გახსენი ბიბლიის მკითხველში