
მსაჯულნი 15:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
მსაჯულნი 15:14 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 15:14 კონტექსტში
15:12უთხრეს: მოვედით, რომ შეგიპყროთ და ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს. უთხრა სამსონმა: შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.
15:13უთხრეს: არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს. მოკვლით არ მოგკლავთო. ორი ახალი თოკით გაკოჭეს და წაიყვანეს ეხიდან.
15:14ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
15:15ვირის ახალი თავყბა იპოვა, ხელით დასწვდა, აიღო და ათასი კაცი დახოცა იმით.
15:16თქვა სამსონმა: ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ვხოცე ათასიო.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 15:14
- მსაჯულნი 14:19მოიცვა იგი უფლის სულმა, წავიდა ასკალონში, დახოცა ოცდაათი კაცი, გახადა ტანსაცმელი და ჩამოურიგა თითო-თითო ხელი გამოცანის გამომცნობლებს. მერე გაცეცხლებული მამის სახლში დაბრუნდა.
- ფსალმუნები 118:11გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- მსაჯულნი 14:6მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.
- მსაჯულნი 3:10უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.
- მეფეთა ა 17:35გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი ხოლმე. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი.
- მეფეთა ა 11:6ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.
- ფსალმუნები 18:34ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
- იობი 20:5ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 15
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში