
იობი 20:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.
იობი 20:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 20:5 კონტექსტში
20:3ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს სული:
20:4ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე:
20:5ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.
20:6თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,
20:7თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო?
პარალელური ადგილები: იობი 20:5
- ფსალმუნები 37:35მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
- ფსალმუნები 37:36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
- იობი 18:5ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;
- იობი 18:6სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;
- იობი 8:12ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.
- იობი 8:13ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,
- მოციქულთა საქმენი 12:22ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო.
- მოციქულთა საქმენი 12:23მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა.
განაგრძე კითხვა: იობი 20
სრულად წაიკითხე: იობი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში