
მსაჯულნი 16:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას.
მსაჯულნი 16:27 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 16:27 კონტექსტში
16:25როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.
16:26უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა: მიმიყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას, და მივეყუდო.
16:27სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას.
16:28შეჰღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო!
16:29მოსინჯა სამსონმა ორივე შუათანა სვეტი, რომლებზედაც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 16:27
- მეორე სთვლისაება 22:8თუ ახალ სახლს ააშენებ, ბანს მოაჯირი შემოავლე, რომ სისხლი არ დაედოს შენს სახლს, როცა ვინმე გადმოვარდება იქიდან.
- მეფეთა ბ 11:2ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
- იესო ნავეს ძე 2:8ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან, სხვენზე.
- მსაჯულნი 9:51შუა ქალაქში მაგარი გოდოლი იდგა, შიგ შეიხიზნა ქალაქის ყველა მკვიდრი კაცი თუ ქალი, შეიკეტნენ და გოდლის ბანზე გავიდნენ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 16
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში