
მსაჯულნი 16:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.
მსაჯულნი 16:25 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 16:25 კონტექსტში
16:23შეიყარნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, და ემხიარულათ. ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი!
16:24ხედავდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს და ამბობდა: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტა!
16:25როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.
16:26უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა: მიმიყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას, და მივეყუდო.
16:27სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 16:25
- მეფეთა ბ 13:28ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.
- მსაჯულნი 9:27გავიდნენ სანახებში, ყურძენი დაკრიფეს, დაწურეს და დღეობები გამართეს, დადიოდნენ თავიანთი ღმერთის სახლში, ჭამდნენ და სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
- მსაჯულნი 19:6დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ: დარჩი ამაღამ და მოილხინოს შენმა გულმა.
- მათეს სახარება 14:6ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე.
- მათეს სახარება 14:7ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო.
- იობი 30:9ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი;
- იობი 30:10ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,
- დანიელი 5:2ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ვსვათ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 16
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში