
მსაჯულნი 18:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ.
მსაჯულნი 18:13 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 18:13 კონტექსტში
18:11გაემართა იქიდან დანისტომელთა ერთი ნაწილი, ცორელები და ეშთაოლელები, საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცი.
18:12წავიდნენ და კირიათ-იეყარიმში, იუდაში, დაბანაკდნენ. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს დანის ბანაკს. იგი კირიათ-იეყარიმის გადაღმაა.
18:13იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ.
18:14იმ ხუთმა კაცმა, ლაიშის მხარე რომ დაზვერა, უთხრა თანამოძმეებს: თუ იცით, რომ ერთ-ერთში ამ სახლთაგან არის ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? ჰოდა, მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ.
18:15გაუხვიეს იქით და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მშვიდობით მოიკითხეს.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 18:13
- იესო ნავეს ძე 24:33მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე და დამარხეს იგი ფინხასის, მისი ძის, ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეკუთვნა მას.
- იესო ნავეს ძე 24:30დამარხეს იგი თავისი სამკვიდროს საზღვარში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
- მსაჯულნი 17:1იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში, სახელად მიქაიეჰუ.
- მსაჯულნი 18:2ხუთი კაცი გაგზავნეს დანიანებმა თავიანთი ტომიდან, ცორელები და ეშთაოლელები, მაგარი ვაჟკაცები, რომ მხარე დაევლოთ და დაეზვერათ. უთხრეს, წადით და მხარე დაზვერეთო. მივიდნენ ეფრემის მთაში მიქას სახლთან და ღამე იქ გაითიეს.
- მსაჯულნი 18:3მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა, შევიდნენ და ჰკითხეს: აქ ვინ მოგიყვანა, არას აკეთებ, რა გინდა აქ?
- მსაჯულნი 19:1იმ ხანებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი მდგმურობდა ეფრემის მთის კალთაზე. ხარჭა მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 18
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში