
მსაჯულნი 18:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუხარდა მღვდელს, აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს.
მსაჯულნი 18:20 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 18:20 კონტექსტში
18:18მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. უთხრა მათ მღვდელმა: რას სჩადიხართ!
18:19მიუგეს: გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია, ერთი კაცის მღვდლობა თუ ისრაელის ტომისა და მოდგმის მღვდლობა?
18:20გაუხარდა მღვდელს, აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს.
18:21გაბრუნდნენ ისინი და გზას გაუდგნენ. ქალები და ბავშვები, საქონელი და ტვართი წინ გაუშვეს.
18:22გამოცილებული იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და უკან გამოუდგნენ დანიანებს.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 18:20
- ეზექიელი 13:19შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს.
- მოციქულთა საქმენი 20:33არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.
- ესაია 56:11ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:3ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:15წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:16მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.
- იგავესნი 30:15წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
- ოსეა 4:3ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 18
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში