გადასვლა შინაარსზე
სამი მსოფლიო მოძღვრის ხატი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ნოვგოროდი, დაახლოებით 1500
სამი მსოფლიო მოძღვარი, ნოვგოროდი, მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნის დასაწყისამდე. საჯარო დომენი.

იგავესნი 30:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იგავესნი 30:15

წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!

იგავესნი 30:15 · საქართველოს საპატრიარქო

იგავესნი 30:15 კონტექსტში

30:13არის ხალხი - და როგორი ამპარტავანი და ქედმაღლად მომზირალი!

30:14არის ხალხი, რომლის კბილები მახვილებია, რომლის ღოჯები დანებია, ქვეყნად ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად.

30:15წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!

30:16შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!

30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.

პარალელური ადგილები: იგავესნი 30:15

განაგრძე კითხვა: იგავესნი 30

სრულად წაიკითხე: იგავესნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში