
მსაჯულნი 18:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ მხარის გადასახლებამდე დანისტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები.
მსაჯულნი 18:30 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 18:30 კონტექსტში
18:28არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან ციდონისგან შორს იყო და არა ხალხთან არ ჰქონდა საქმე. ეს ქალაქი ვაკეზე მდებარეობდა ბეთ-რეხობის ახლოს. ხელახლა ააშენეს ქალაქი, დასახლდნენ მასში.
18:29თავიანთი მამის, დანის, ისრაელის ძის, სახელობაზე უწოდეს დანი, მანამდე კი ქალაქს ლაიში ერქვა.
18:30დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ მხარის გადასახლებამდე დანისტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები.
18:31ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილოამში იყო.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 18:30
- მეფეთა ა 4:10შეებრძოლენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: სამი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.
- მეფეთა ა 4:11წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ელის ორივე ვაჟი - ხოფნი და ფინხასი.
- მსაჯულნი 17:3დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია.
- მეფეთა ა 4:2დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე.
- მეფეთა ა 4:3ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენ შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.
- მსაჯულნი 17:5ჰქონდა ამ კაცს, მიქას, ღვთის სახლი. გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად.
- მსაჯულნი 13:1კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ფილისტიმელების ხელში ამყოფა ისინი უფალმა ორმოც წელს.
- ფსალმუნები 78:60მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 18
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში