
მსაჯულნი 18:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მღვდელმა: მშვიდობით ივლით, უფალი გიფარავთ თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.
მსაჯულნი 18:6 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 18:6 კონტექსტში
18:4მიუგო: ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად დამიყენა.
18:5უთხრეს: ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ, იღბლიანი იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?
18:6უთხრა მღვდელმა: მშვიდობით ივლით, უფალი გიფარავთ თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.
18:7წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა: ცხოვრობს იქ ხალხი უზრუნველად, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი, ქვეყანაზე არავინ აწუხებს, არავინ ებატონება, ციდონელებისგან მოწყვეტილია და არა ხალხთან არა აქვს საქმე.
18:8მობრუნდნენ მოძმეებთან, ცორასა და ეშთაოლში. ჰკითხეს მოძმეებმა: რა ამბავი მოგაქვთ?
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 18:6
- თესალონიკელთა მიმართ ა 3:11თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენკენ.
- იერემია 23:21მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ; არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ.
- იერემია 23:22ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, ჩემს ერს გამოუცხადებდნენ ჩემს სიტყვებს და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და ავკაცობიდან.
- ფსალმუნები 33:18აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
- იერემია 23:32აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი.
- მეორე სთვლისაება 11:12ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 18
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში