
მსაჯულნი 4:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა მის ეტლიონსა და ლაშქარს. მახვილით გაიწყვიტა სისარას მთელი ლაშქარი, კაციშვილი არ გადარჩენილა.
მსაჯულნი 4:16 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 4:16 კონტექსტში
4:14უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე, როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი. ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი.
4:15უფალმა დააფრთხობინა მახვილის პირით ბარაკის წინაშე სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი მისი ლაშქარი. გადმოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა.
4:16ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა მის ეტლიონსა და ლაშქარს. მახვილით გაიწყვიტა სისარას მთელი ლაშქარი, კაციშვილი არ გადარჩენილა.
4:17თვითონ სისარა ფეხით გაიქცა იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფეს იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა.
4:18გამოეგება იაყელი სისარას და უთხრა: მობრძანდი ბატონო, შემობრძანდი ჩემთან, შიში ნურაფრის გექნება. შეიყვანა კარავში და ხალქვეშ დამალა.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 4:16
- იესო ნავეს ძე 11:8ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე, აღმოსავლეთისკენ. მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ.
- ფსალმუნები 104:35გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
- ლევიანი 26:7გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენ წინაშე.
- ლევიანი 26:8ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენ წინაშე.
- იესო ნავეს ძე 10:19თქვენ კი ნუ დადგებით, დაედევნეთ მტრებს და კუდი მოსწყვიტეთ, არ დაანებოთ თავიანთ ქალაქებში შესვლა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა.
- იესო ნავეს ძე 10:20როცა მორჩნენ იესო და ისრაელიანები მათ ხოცვა-ჟლეტას და საბოლოოდ სძლიეს მათ, ხოლო გადარჩენილებმა ციხე-ქალაქებს შეაფარეს თავი,
- რომაელთა მიმართ 2:12ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება.
- იაკობის ეპისტოლე 2:13რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 4
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში