გადასვლა შინაარსზე
სამი მსოფლიო მოძღვრის ხატი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ნოვგოროდი, დაახლოებით 1500
სამი მსოფლიო მოძღვარი, ნოვგოროდი, მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნის დასაწყისამდე. საჯარო დომენი.

იაკობის ეპისტოლე 2:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

14 interpreters აპლიკაციაში

იაკობის ეპისტოლე 2:13

რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.

იაკობის ეპისტოლე 2:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 5 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-36 კვირის პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იაკობის ეპისტოლე 2:13

14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მოწყალება საოცარი საქმეა და მფარველი მისი მოქმედთათვის. სასურველია ღვთისთვის და ყოველთვის მის გვერდითაა. როცა მოისურვებს, ადვილად ითხოვს წყალობას, ოღონდ უსამართლოდ ნუ ვიმოქმედებთ. უსამართლოდ კი მაშინ ვიქცევით, როდესაც ამას მოპარულისგან ვაკეთებთ, თითქოს ეს წმინდა იყოს. მოწყალება დიდ გაბედულებას ანიჭებს მის გამღებებს . საჭიროა როგორც შეურაცხყოფილთათვის, ისეთი ძალა აქვს, ასევე შემცოდეთათვის.”

    მთელი განმარტება

    მოწყალება საოცარი საქმეა და მფარველი მისი მოქმედთათვის. სასურველია ღვთისთვის და ყოველთვის მის გვერდითაა. როცა მოისურვებს, ადვილად ითხოვს წყალობას, ოღონდ უსამართლოდ ნუ ვიმოქმედებთ. უსამართლოდ კი მაშინ ვიქცევით, როდესაც ამას მოპარულისგან ვაკეთებთ, თითქოს ეს წმინდა იყოს. მოწყალება დიდ გაბედულებას ანიჭებს მის გამღებებს . საჭიროა როგორც შეურაცხყოფილთათვის, ისეთი ძალა აქვს, ასევე შემცოდეთათვის.

    ის ხსნის ბორკილებს, აქარწყლებს წყვდიადს, აქრობს ცეცხლს, სპობს მატლს, განაგდებს კბილთა ღრჭენას. მისთვის, დიდი იმედით, იღება ცათა სასუფევლის კარები.

    მოწყალება დედოფალია, რომელიც ადამიანებს ღმერთის მსგავსად აქცევს. “იყავით მოწყალენი, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ” (ლუკ. 6:36), ბრძანებს უფალი.

    ფრთიანია და მსუბუქი, ოქროს ფრთები აქვს. მისი ფრენა ანგელოზებსაც კი ტკბილად ესმით. “ფრთენი ქუეყანისა შევერცხლილნი და ზურგი მისი, ბრწყინვალებითა ოქროსათა” (ფს. 67:14). როგორც ოქროსფერი, ცოცხალი მტრედი მიფრინავს, სასიამოვნო შესახედავი, თვინიერი თვალებით. არაფერია ამ თვალებზე უკეთესი. ფარშევანგი მშვენიერია, მაგრამ მასთან შედარებით ყვავიცაა მშვენიერი. მოწყალება ყოველთვის ზეცისკენ იყურება და გარშემორტყმულია ღვთის დიდებით.

    ქალწულს ოქროს ფრთები აქვს, შემკულია, სასიამოვნო და თვინიერი სახე აქვს. ის მოძრავია და მსუბუქი, დგას მეუფის ტახტთან. როდესაც სამსჯავროზე წარვდგებით, უეცრად გამოდის და გვიხსნის სასჯელისგან, ფრთებით გვიფარავს. ღმერთს ის უფრო მეტად სურს, ვიდრე მსხვერპლი.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  4. ესიქიოსი იერუსალიმელი5 საუკუნე
  5. ილარიუსი არლელი5 საუკუნე
  6. ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე
  7. იოანე კასიანე5 საუკუნე
  8. ბრაულიო სარაგოსელი7 საუკუნე
  9. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  10. ნიკოდიმოს მთაწმინდელი18 საუკუნე
  11. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  12. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  13. ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე
  14. ვისარიონი (ნეჩაევი)19 საუკუნე

1 / 14

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იაკობის ეპისტოლე 2:13 კონტექსტში

2:11რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ.

2:12მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.

2:13რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.

2:14რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?

2:15თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,

პარალელური ადგილები: იაკობის ეპისტოლე 2:13

განაგრძე კითხვა: იაკობის ეპისტოლე 2

სრულად წაიკითხე: იაკობის ეპისტოლე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში