
მსაჯულნი 5:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა.
მსაჯულნი 5:17 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 5:17 კონტექსტში
5:15ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.
5:16რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.
5:17გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა.
5:18სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია.
5:19მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 5:17
- იესო ნავეს ძე 13:25მათი იყო იაყზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ,
- იესო ნავეს ძე 19:24ხვდა მეხუთე წილი აშერიანთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 19:31ეს არის აშერიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
- იესო ნავეს ძე 13:31გალაადის ნახევარი, ყაშთაროთი და ედრეი, ყოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 5
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში