
მსაჯულნი 8:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები.
მსაჯულნი 8:16 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 8:16 კონტექსტში
8:14შეიპყრო ერთი ჭაბუკი სუქოთელი, გამოჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი თავკაცისა და უხუცესის სახელი.
8:15მივიდა სუქოთელებთან და უთხრა: აჰა, ზებახი და ცალმუნაყი! ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გვყვანან, დაღლილი ხალხი რომ დაგიპუროთო?
8:16მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები.
8:17ფანუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი.
8:18უთხრა ზებახს და ცალმუნაყს: რანაირები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 8:16
- მსაჯულნი 8:7გედეონმა მიუგო: კეთილი. როცა ღმერთი ხელში ჩამაგდებინებს ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ნარეკლით დაგაფლეთთ ხორცს.
- ეზრა 2:6ფახათ-მოაბიანები იესოიანთაგან და იოაბიანთაგან ორი ათას რვაასთორმეტი,
- მიქა 7:4უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენს მფარველთაგან გამოცხადებული დღე, შენი განკითხვის დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი.
- იგავესნი 19:29ზნეწამხდარისთვის მზად არის მსჯავრი და ბრიყვთა ზურგისთვის - ცემა-ტყეპა.
- იგავესნი 10:13გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 8
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში