
მსაჯულნი 8:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფანუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი.
მსაჯულნი 8:17 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 8:17 კონტექსტში
8:15მივიდა სუქოთელებთან და უთხრა: აჰა, ზებახი და ცალმუნაყი! ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გვყვანან, დაღლილი ხალხი რომ დაგიპუროთო?
8:16მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები.
8:17ფანუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი.
8:18უთხრა ზებახს და ცალმუნაყს: რანაირები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით.
8:19გედეონმა უთხრა: ჩემი ძმები იყვნენ ისინი, ჩემი დედის შვილები. უფალს გეფიცებით, ისინი რომ ცოცხალი დაგეტოვებინათ, არც თქვენ დაგხოცავდით.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 8:17
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 8
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში