
მსაჯულნი 9:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვაზმა უთხრა: დავთმო ჩემი წვენი, ღმერთთათვის და კაცთათვის შვების მომგვრელი, და ხეებს გადავყვე?
მსაჯულნი 9:13 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:13 კონტექსტში
9:11ლეღვმა უთხრა: დავთმო ჩემი სიტკბო, ჩემი კარგი ნაყოფი და ხეებს გადავყვე?
9:12უთხრეს ხეებმა ვაზს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
9:13ვაზმა უთხრა: დავთმო ჩემი წვენი, ღმერთთათვის და კაცთათვის შვების მომგვრელი, და ხეებს გადავყვე?
9:14ბოლოს უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
9:15უთხრა კვრინჩხმა ხეებს: თუ მართლა გინდათ თქვენი მეფე გავხდე, ჩემს ჩრდილს შემოეფარეთ. არადა, ამოვარდება კვრინჩხიდან ცეცხლი და შთანთქავს ლიბანის ნაძვებს.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:13
- ფსალმუნები 104:15და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
- ეკლესიასტე 10:19სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარული ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს.
- რიცხვთა 15:5და ღვინო, უნდა დაამზადო საღვრელად აღსავლენისთვის ან საკლავისთვის, მეოთხედ, ჰინა თითო კრავზე,
- რიცხვთა 15:10ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო უნდა მიიტანო საცეცხლო მსხვერპლად, სურნელოვან საკმევლად უფლისათვის.
- იგავესნი 31:6მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;
- რიცხვთა 15:7და ღვინო უნდა მიიტანო საღვრელად, მესამედი ჰინი, უფლისათვის სურნელებად.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში