
მსაჯულნი 9:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ კი უღალატეთ დღეს მამაჩემის სახლს, ერთ ქვაზე დაკალით მისი შვილები, სამოცდაათი კაცი, და შექემელთა მეფედ მისი ხარჭის შვილი აბიმელექი დასვით, რადგან ძმა არის თქვენი.
მსაჯულნი 9:18 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:18 კონტექსტში
9:16აბა, დაფიქრდით, სწორად და პატიოსნად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლს? მისი ღვაწლისდა მიხედვით მოექეცით?
9:17თქვენი გულისთვის იბრძოდა მამაჩემი, თავი არ დაუზოგავს, რომ ეხსენით მიდიანის ხელიდან.
9:18თქვენ კი უღალატეთ დღეს მამაჩემის სახლს, ერთ ქვაზე დაკალით მისი შვილები, სამოცდაათი კაცი, და შექემელთა მეფედ მისი ხარჭის შვილი აბიმელექი დასვით, რადგან ძმა არის თქვენი.
9:19თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით დღეს იერუბაალსა და მის სახლს, კურთხევა იყოს თქვენზე, გაიხარეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით.
9:20არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:18
- მსაჯულნი 9:5მივიდა ოფრაში, მამის სახლში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაალის შვილები - სამოცდაათი კაცი. მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დამალული იყო.
- მსაჯულნი 9:6მოიყარა თავი ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, მივიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან, შექემში რომ დგას.
- მსაჯულნი 9:14ბოლოს უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
- ფსალმუნები 109:4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
- მსაჯულნი 8:30სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა.
- მსაჯულნი 8:31შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი.
- მსაჯულნი 8:35არც იერუბაალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში