
მსაჯულნი 9:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამაღამვე გამოდი შენც და შენთან მყოფი ხალხიც და სანახებში ჩასაფრდი.
მსაჯულნი 9:32 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:32 კონტექსტში
9:30ზებულმა, ქალაქის მოურავმა გაიგო გაალ ყებედის ძის ნალაპარაკევი და გაცეცხლდა.
9:31ფარულად გაგზავნა კაცები აბიმელექთან და შეუთვალა: აჰა, მოვიდა გაალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და ქალაქს გიმხედრებს.
9:32ამაღამვე გამოდი შენც და შენთან მყოფი ხალხიც და სანახებში ჩასაფრდი.
9:33დილით, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შემოუტიე ქალაქს. როცა წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი, ის უყავ, რაც შენს ხელს ძალუძს.
9:34გამოვიდა ღამით აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი, ოთხი რაზმი ჩაასაფრა შექემის მახლობლად.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:32
- იგავესნი 1:11თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
- იგავესნი 1:16რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
- იგავესნი 4:16რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
- იობი 24:14დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი ქურდივითაა.
- იობი 24:17რადგან დილა ბნელეთია მისთვის, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს.
- რომაელთა მიმართ 3:15ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად.
- ფსალმუნები 36:4უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში