
იგავესნი 1:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
იგავესნი 1:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 1:16 კონტექსტში
1:14წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, -
1:15შვილო, ნუ წახვალ მათს გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,
1:16რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
1:17ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
1:18თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 1:16
- ესაია 59:7ფეხები სიავისკენ გაურბით და უბრალო სისხლის დასაღვრელად მიიჩქარიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზებზე.
- იგავესნი 6:18ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,
- იგავესნი 4:16რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
- რომაელთა მიმართ 3:5ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 1
სრულად წაიკითხე: იგავესნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში