გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მსაჯულნი 9:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მსაჯულნი 9:46

შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნეებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ.

მსაჯულნი 9:46 · საქართველოს საპატრიარქო

მსაჯულნი 9:46 კონტექსტში

9:44მიადგა აბიმელექი და მასთან მყოფი რაზმი ქალაქის კარიბჭეს და იქ შეჩერდა, ხოლო ორი რაზმი თავს ესხმოდა ყველას, ვინც სანახებში იყო, და ხოცავდა.

9:45მთელი დღე ებრძოდა აბიმელექი ქალაქს. აიღო, გაწყვიტა შიგ მყოფნი, დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა.

9:46შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნეებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ.

9:47მოხსენდა აბიმელექს, რომ ერთად შეგროვდნენ შექემის მეციხოვნენი.

9:48ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, აიღო ცული, ხის ტოტი მოჭრა, მხარზე გაიდო და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე ჰქენით.

პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:46

განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9

სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში